ჰიდროგრაფიულ სამსახურს კორეულმა მხარემ ODA-ს პროექტის შუალედური აუდიტის დასკვნა გააცნო
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიული და ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით საქართველოში მიმდინარე პროექტის ,,ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში“ -ფარგლებში სამი წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოების შუალედური შეფასების დასკვნა იქნა განხილული, რომელიც სამხრეთ კორეის კვლევის განვითარების კორპორაციის, კორეის საოკეანო განვითარების და სამხრეთ კორეის საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა აუდიტორთა ჯგუფმა 2023 წელს საქართველოში ვიზიტისას განახორციელა.
დასკვნის მიხედვით პროქტის გეგმა, იმპლემენტაცია და შედეგები სრულად შეესაბამება (OECD DAC) შეფასების კრიტერიუმებს და განხორციელებული სამუშოები დადებითად არის შეფასებული. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაიგეგმა პროექტით გათვალისწინებული ეტაპები.