ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროექტი
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე ოფიციალური განვითარების დახმარების (OFFICIAL DEVELOPMENT ASSISTANCE ) პროგრამით გათვალისწინებული ოთხწლიანი პროექტი დაიწყო, რომელიც კორეის მხრიდან საქართველოს ჰიდროგრაფული სამსახურის ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხობს. კერძოდ: აღნიშნული პროექტი ითვალისწინე საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ტექნიკურ დახმარებას, ჰიდროგრაფიული კვლევების ჩატარებისა და კარტოგრაფიის დარგის განვითარების კუთხით, კადრების გადამზადებას მსოფლიოს წამყვან ტრენინგ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას.