• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

რადიო ნავიგაციური ტელექსის ტრენინგი

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის რადიო ნავიგაციური სამმართველოს უფროსმა ნიკა მიმინოშვილმა  საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-კურსი ,, ინფორმაცია ზღვაზე უსაფრთხოების შესახებ“ გაიარა,  რომელიც  თურქეთში ქალაქ სტამბოლში გაიმართა.

 

 ტრენინგის ფარგლებში   მონაწილეებს   საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის (MSI) თეორიული და პრაქტიკული უნარების  გაღრმავება-განვითარების საშუალება მიეცა, ასევე   კურსი  მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ნავტექსის  განახლებული სახელმძღვანელო.
  • გაუმჯობესებული ნავიგაციის გამაფრთხილებელი სისტემები.
  • საზღვაო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორის მოთხოვნები და მოვალეობები.
  • ინფორმაციის სახეები, რომელთა გავრცელება რეკომენდირებულია სანავიგაციო გაფრთხილებების სახით.
  •  სანავიგაციო გაფრთხილებების ახალი სტანდარტის  MGO S-124  დანერგვა.

 

ნავიგაციური ტელექსის   სისტემა საქართველოში 2015 წელს დაინერგა მისი საშუალებით საქართველოს საზღვაო სივრცეში 490 KHz ნაციონალურ სიხშირეზე  მცურავი საშუალებები  რეგულარულად ღებულობენ საზღვაო გაფრთხილებებს,  ამინდის პროგნოზს, ინფორმაციას ფაქტიური ამინდის შესახებ, ნავიგაციური შეტყობინებებს და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშრებულ სხვა მონაცემებს.

 

 

 

 

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება