ტოკიოში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიის და კორექციის სამმართველოს უფროსი გიორგი ქართველიშვილი და ამავე სამმართველოს კარტოგრაფი მანანა კირთაძე საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ჰიდროგრაფიული მომსახურებისა და სტანდარტების კომიტეტის მე-16 შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც იაპონიაში, ტოკიოში მიმდინარე წლის 27 -31 მაისს მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე S-100 (უნივერსალური ჰიდროგრაფიული მონაცემთა მოდელი) და S-101 (მონაცემთა განახლებული მარტივი პროცესი, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება) სტანდარტებზე გადასვლის პროცესები იქნა განხილული, ასევე ჰიდროგრაფიაში საზღვაო სივრცითი მონაცემების როლი, რომელიც ფოკუსირებულია საზღვაო სტანდარტების წვდომაზე.
ახალ საერთშორისო ჰიდროგრაფიულ სტანდარტებთან დროული ინტეგრირებისათვის საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია აღნიშულ შეხვედრაში ჩართულობა.