• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში პროექტის „საქართველოში ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც კორეის რესპუბლიკის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ეგიდით განხორციელდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლებმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს პროექტის მიხედვით განხორციელებული სამუშაოები, ასევე გაიმართა ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტების პროფესიონალური განვითარების კუთხით ჩატარებული აქტივობების პრეზენტაცია. მხარეებს შორის ასევე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრის დასასრულს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო წულაიამ პროექტის ორგანიზატორებს მადლობის სიგელები გადასცა.
პროექტი - ,,საქართველოში ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება“ 2020 წელს დაიწყო. პროექტმა მნიშვნელოვანი დამხარება გაუწია ბენეფიციარ ორგანიზაციას - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში დაინერგა ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურა, ჩატარდა წყლის ოკეანოგრაფიული კვლევები, რომლის ანალოგი კვლევა საქართველოს საზღვაო სივრცეში არ ჩატარებულა, აღნიშნული კვლევების ფარგლებში მიღებული შედეგები და მონაცემები მნიშვნელოვანია საზღვაო რესურსის ათვისებისა და სანაოსნო ინციდენტებისაგან თავის არიდებისათვის. სამსახურს გადმოეცა ინოვაციური ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები, კვლევებისთვის განკუთვნილი დიდი ჰიდროგრაფიული კატამარანი სხვადასხვა საკვლევი აპარატურით და პროგრამული უზრუნველყოფით. ამასთან, პროექტის ერთერთ მთავარ კომპონენტს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლების გადამზადება წარმოადგენდა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში განხორციელდა ოცდაათამდე სასწავლო ტრენინგი თუ სამუშაო შეხვედრა.

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება