• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

საქართველომ IALA-ს სამთავრობოთშორისო ორგანიზაციად გარდაქმნის საინაუგურაციო ასამბლეაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველომ საზღვაო ნავიგაციის დამხმარე საშუალებების საერთაშორისო ორგანიზაციის  გენერალურ ასამბლეაზე მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა   შუქურების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) სამთავრობოთშორისო ორგანიზაციად (IGO)  გარდაქმნის შემდეგ გამართულ საინაუგურაციო გენერალურ ასამბლეაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც სინგაპურში მიმდინარე წლის 18-21 თებერვალს გაიმართა.

სამთავრობოშთორისო ორგანიზაციის სტატუსი  აძლიერებს  IALA-ს  მანდატს მოახდინოს  გლობალური საზღვაო სანავიგაციო სისტემების საერთაშორისო სტანდარტიზაცია,  ხელი შეუწყოს საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივებს და ითანამშრომლოს წევრ ქვეყნებთან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

საქართველო, როგორც  IALA-ს წევრი ქვეყანა  აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის სამთავრობოთშორისო ორგანიზაციდ გარდაქმნის პროცესებში.

IALA  მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების საზღვაო  ნავიგაციის დაწესებულებებს, მწარმოებლებს, კონსულტანტებს და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებს. მისი მისიაა მოახდინოს საზღვაო  საშუალებების ჰარმონიზაცია მთელს მსოფლიოში და უზრუნველყოს გემების უსაფრთხო ნაოსნობა. 

აღნიშნულ ასამბლეაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ზარქუამ  მიიღო მონაწილეობა.

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება