ბათუმის მოლის შუქურა
ბათუმის პორტის აკვატორიაში, ნავთობტერმინალის მოლზე მდებარე ლითონის ცილინდრული ფორმის თეთრი კონსტრუქცია 1904 წელს აიგო, რომელიც წარმოადგენდა მაშუქს ბათუმის პორტში შემსვლელი გემებისათვის.
ელექტროფიკაციამდე მაშუქის სინათლის წყაროდ ნავთის აპარატი გამოიყენებოდა, იგი ფრანგული კომპანია Sautter-Harle -ს მიერ 1892 წელს წარმოებული ფრენელის ლინზაში იყო მოქცეული და 10 საზღვაო მილის სიშორეზე სინათლის მიმართულ სხივს ქმნიდა, შესაბამისად წარმოადგენდა ორიენტირს მცურავი გემებისათვის. აღნიშნული ლინზა ჰიდროგრაფიულ სამსახურში სანავიგაციო ექსპონატებს შორის ინახება.
მაშუქი დღესაც ფუნქციონირებს, სანავიგაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ნაგებობა სექტორული ნათების დიოდური ფარნით აღიჭურვა, რომლის გამოკრთომის მახასიათებლებია: წითელი: - 20 ° -149 ° (129 °) თეთრი 149 ° -176 ° (27 °); მწვანე - 176 ° -260 ° (84 °).
კონსტრუქციის სიმაღლე : 11,30 მ.
ფერი: თეთრი წითელი ჰორიზონტალური ზოლებით.