ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების ონლაინ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების MBSHC22 ონლაინ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე განხილული იქნა ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზის ქვეყნების ელექტრონული რუკების ურთიერთგადაფარვის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, აგრეთვე იმსჯელეს საერთაშორისო რუკათა კატალოგის განახლებაზე, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული ხუთი საერთაშორისო სანავიგაციო რუკაა განთავსებული. საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ჩართულობით შეიქმნა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების მუშა ჯგუფი.
IHO-ს Capacity Building-ის ფარგლებში დაიგეგმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსები, სადაც საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. MBSHC-ის შეხვედრები საერთშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ორგანიზებით ყოველ 2 წელიწადში იმართება.