1 ივლისი ნავიგაციის დამხმარე საშუალებების (სანავიგაციო ნიშნების) დღეა
შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) ინიციატივით 1 ივლისი ნავიგაციის დამხმარე საშუალებების (სანავიგაციო ნიშნების) დღედ გამოცხადდა.
ნავიგაციის დამხმარე საშუალებები (მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნები) გემების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის ერთერთი მთავარი გარანტია.
მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო ნიშნების სისტემა (Buoyage system) IALA-ს მიერ დადგენლი ნორმებით და წესებით რეგულირდება.
საქართველო აღნიშნული ასოციაციის ნაციონალური წევრი 2016 წელს გახდა, შესბამისად სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში სანავიგაციო ნიშნების განლაგებას და კოორდინირებას IALA-ს სტანდარტებით და რეგულაციებით ახდენს.