ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა ჰიდროგრაფებს პროფესიული დრე მიულოცა ოცვა
21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა!
საერთაშორისო საზოგადოება, ყოველი საზღვაო ქვეყანა, მათ შორის საქართველო ამ დღეს 2005 წლიდან აღნიშნავს.
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანესი დარგის წარმომადგენლებს თქვენს პროფესიულ დღეს!
ჰიდროგრაფია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც ახლაც ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინ. გამონაკლისი არც საქართველოა - უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა მეზღვაურებისა და არამარტო მათთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა ჰიდროგრაფიის, როგორც სექტორის ზრდა-განვითარება - თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ.
საქართველო 2015 წლიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სრულუფლებიანი წევრი, და შესაბამისად, საერთაშორისო მასშტაბის ჰიდროგრაფიული პროცესების სრულფასოვანი მონაწილე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების დანერგვისა და კადრების გადამზადების კუთხით. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხზე და საქართველოში ჰიდროგრაფიის პროფესიის განვითარების საუკეთესო პერსპექტივას ქმნის მომავალშიც.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო სანავიგაციო რუკები უკვე შეყვანილია რუკების მსოფლიო კატალოგში და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ნუმერაცია, რაც გულისხმობს მათ ხელმისაწვდომობას მსოფლიოს მასშტაბით.
2016 წლიდან ჰიდროგრაფიული სამსახური შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის წევრია - ორგანიზაცია მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის წესებს ადგენს და რეგულარულად ახორციელებს საქართველოს პორტების ექსპერტიზას IALA-S სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ბოლო პერიოდში სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალი თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები დანერგა და კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
ამ პოზიტიურ პროცესებში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დარგის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებით კი ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით
ლევან დავითაშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი