1 ივლისი ნავიგაციის დამხმარე საშუალებების დღეა
1 ივლისი ნავიგაციის დამხმარე საშუალებების დღეა. აღნიშნული თარიღი შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) -ს ინიციატივით იქნა დადგენილი.
ნავიგაციის დამხმარე საშუალებები (სანავიგაციო ნიშნები) გემების უსაფრთხო ნაოსნობას უზრუნველყოფენ.
მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო ნიშნების სისტემა ( BUOYAGE SYSTEM) შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) -ს ნორმებითა და სტანდარტებით რეგულირდება.
საქართველო აღნიშნული ასოციაციის წევრი 2016 წელს გახდა, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში სანავიგაციო ნიშნების განლაგებას და ნავსადგურების მარკირებას IALA-ს რეგულაციებით ახორციელებს.