ჰიდროგრაფიული კვლევის , კარტოგრაფიისა და კორექციის სამართველოს უფროსი გ. ქართველიშვილი სამხრეთ კორეაში B კატეგორიის ჰიდროგრაფიული ტრენინგებს გაივლის
კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიონალიზმის ზრდა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ერთერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგის მსოფლიოში წამყვან ტრენინგ ცენტრებთან.
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სასწავლო პროგრამების კონკურსის საფუძველზე ჰიდროგრაფიული კვლევის ტრენინგ კურსზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან შერჩეული იქნა ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს უფროსი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიული კვლევის სააგენტოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 9 დეკემბრის ჩათვლით B კატეგორიის ჰიდროგრაფიული კვლევის ტრენინგს გაივლის.
პროექტს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ეგიდით სრულად უზრუნველყოფს სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტო (KHOA).
აღნიშნული სასწავლო კურსები მეტად მნიშვნელოვანია ქართული ჰიდროგრაფიისათვის დარგის სპეციალისტების დეფიციტურობის გამო.