სსჰს კარტოგრაფმა მანანა კირთაძემ კომპანია ERSI-ს ტრენინგები გაიარა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფმა მანანა კირთაძემ საერთაშორო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მხარდაჭერით სტამბულში, თურქეთის საზღვაო ძალების ნავიგაციის, ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სამსახურში ცნობილი ამერიკული კომპანია ERSI -ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე მიიღო მონაწილეობა. ERSI გლობალური ლიდერია გეოგრაფიული ინფორმაციების სისტემებში (GIS) და რუკათაწარმოების დარგში. აღნიშნულ ტრენინგებზე საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო იტალიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიბანის, მაროკოს, მონტენეგროს და რუმინეთის ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფებმა. ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ნაწილი მოიცავდა სივრცითი მონაცემების განვითარებასა და იმპლემენტაციას, ხოლო მეორე კარტოგრაფიის მენეჯმენტის საკითხებს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა.