საქართველო IALA-ს კონფერენციაზე ტოკიოში
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის ( IALA)-ს კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტოკიოში მიმდინარე წლის წლის 6-10 ნოემბერს ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში ასოციაციის მომავალ სამთავრობოშორისო ნავიგაციის დამხმარე საშუალებების ორგანიზაციად გარდაქმნის პროცედურები განიხილეს , ასევე შეიმუშავეს მომავალი ორგანიზაციის ზოგადი და ფინანსური რეგულაციები, რომელიც ( IALA)-ს გენერალურ ასამბლეაზე განიხილება.
კომფერენციაზე ( IALA)-ს 40 წევრი სახელმწიფოს 98 დელეგატი მონაწილეობდა.
საქართელო , როგორც ასოციაციის ნაციონალური წევრი აქტიურად არის ჩართული ასოციაციის ( IALA)-ს სამთავრობოშორისო ორგანიზაციად გარდაქმნასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში.