გიორგი რურუამ B კატეგორიის კარტოგრაფის სერთიფიცირება მიიღო
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი რურუამ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სასწავლო პროგრამით (Capacity Building) სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიის და ჰიდროგრაფიის სააგენტოში (KHOA) 5 თვიანი ტრეინინგ-კურსი გაიარა, რომლის დასრულების შემდგომ მას B კატეგორიის კარტოგრაფის სერთიფიკატი გადაეცა.
აღნიშნული ტრეინინგი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ეგიდით სრულად უზრუნველყო სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდოგრაფიის სააგენტომ.
საქართველოში პროფესია-საზღვაო კარტოგარფის დეფიციტურობის გამო აღნიშნული სერთიფიცირების მქონე კადრები მეტად მნიშვნელოვანია საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურისათვის.