ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა კარტოგრაფიაში აერო გადაღებების გამოყენება დაიწყო
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა გეოდეზიური აზომვებისა და ტოპოგრაფიული რუკების შესაქმნელად პირველად დაიწყო საჰაერო გადაღებების გაოყენება.
აღნიშნული მეთოდით მოპოვებული მონაცემები ზუსტად ახდენს ობიექტების გეომეტრიული მახასიათებლების განსაზღვრას, სივრცეში მათი განთავსების და ურთიერთქმედების ვიზუალიზაციას რაც კარტოგრაფებს უმარტივებს რუკების შექმნაზე და მათ განახლებაზე მუშაობას.