• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

სტამბოლში ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული უწყებების მუშა ჯგუფის მე 17 შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის  ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიის და კორექციის სამმართველოს უფროსმა  გიორგი ქართველიშვილმა და ამავე სამმართველოს კარტოგრაფმა მანანა კირთაძემ  საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შავი და აზოვის ზღვების (BASWG 17) რიგით მე 17  სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე  მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 23-24 მარტს სტამბულში გაიმართა.

 საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია აღნიშნულ შეხვედრებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში შავი და აზოვის ზღვების აუზის ქვეყნების ჰიდროგრაფიული უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 BASWG  შეხვედრებზე განიხილება   რეგიონში წარმოებული საზღვაო რუკების საზღვრების დელიმიტაციის, საზღვაო რუკათა წარმოების და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

შეხვედრის ფარგლებში საქართველომ ახლად შექმნილი საზღვაო სანავიგაციო რუკები და ბოლო ორი წლის მანძილზე სამსახურის მიერ ნაონობის უსაფრთხოების მიზნით გაწეული სამუშაოების  და ინოვაციური პროექტების ანგარიში წარმოადგინა.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა ასევე იმსჯელა ჰიდროგრაფიის როგორც მეცნიერების ასევე  მისი მონაცემების  სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მსოფლიო ზღვებისა და ოკეანეებისათვის.   ჯგუფი  ასევე შეეხო  საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის  (MSI) მნიშვნელობის საკითხს,  რომელიც ემსახურება მეზღვაურთა ინფორმირებას  ნავიგაციის უსაფრთხოებისათვის.

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება