Cvens Sesaxeb

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური"  არის საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორი, მის შემადგენლობაში შედის საქართველოს სანაპირო ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემები მნათი და არა მნათი სანავიგაციო ნიშნები, ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას, (52 ხმელეთზე განლაგებული და 44 ზღვაში, აქედან ხმელეთზე განლაგებული 22 ერთეული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე).

სამსახურის სტრუქტურა შედგება 6 ძირითადი სამმართველოსგან:

- ადმინისტრაციული სამმართველო;

- ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო;

- საფინანსო სამმართველოს უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

- სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო;

- სინოპტიკური სამმართველო;

- რადიო ნავიგაციური სამმართველო;

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA)  წევრია.