proeqtebi

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის განვითარება

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში გემების ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განვითარებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ნაოსნობის უსაფრთხოების დონე, რაც მიღწეული იქნა ჰიდროგრაფიულ სამსახურში გატარებული სწორი და შედეგებზე ორიენტირებული ღონისძიებათა ერთობლიობით.

არც თუ ისე შორი წარსულია, როდესაც სამსახური წარმოადგენდა რუსული სამხედრო ბაზის ე.წ ВЧ 12122 დანატოვარს, განადგურებული სანავიგაციო ინფრასტრუქტურით, რომელიც აგებული იყო საბჭოური სტანდარტების მიხედვით. სამსახურს არ ჰქონდა არანაირი მონაცემები საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული სიღრმეების შესახებ (ბათიმეტრია), არ გააჩნდა მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური მონაცემების პროგნოზირების და დაკვირვების სისტემები, საზღვაო სანავიგაციო რუკები, რუკების დასამზადებელი სპეციალური პროგრამები და ზღვის საკვლევი ხელსაწყოები, არ ხორციელდებოდა ზღვაზე სახიფათო ზონების ოპერატიული იდენტიფიცირება, არც საქართველოს პორტებში ყოველი შტორმის შემდგომი სიღრმეების კვლევა და მოპოვებული მონაცემების დაინტერესებულ პირებზე მიწოდება, საუბარიც კი ზედმეტია კადრების სპეციალურ განათლებაზე.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური არ იყო გაწევრიანებული არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველოს პორტებში განთავსებული სანავიგაციო საშუალებების 70%-ზე მეტი სამსახურის საკუთრებაშიც კი არ იყო, ისინი პორტების საკუთრებას წარამოადგენდნენ მაშინ, როცა საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეკისრებოდა.

საქართველოს საზღვაო სივრცის რუკებს საერთაშორისო INT ნომრით რუსეთის ფედერაციის ჰიდროგრაფიული სამსახური გამოსცემდა, საქართველოს უფლება არ ჰქონდა მოეხდინა მათი წარმოება INT ნომრით და შესაბამისად ვერც მათ რეალიზაციას ახდენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიექცა ამ ფაქტს და საქართველოს საზღვაო სივრცეში რუკების წარმოებაზე პასუხიმგებლობა სრულად აიღო რუსეთის ფედერაციამ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური არ მიაჩნდათ კომპეტენტურ და საიმედო ორგანიზაციად.

სამსახურის ახალი მენეჯმენტი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ის გარემოება, რომ სამსახურს არ ჰყავდა არც ერთი სპეციალური განათლების მქონე კადრი, (ჰიდროგრაფი, კარტოგრაფი, ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი და სხვა). ადმინისტრაციული კუთხითაც მთელი რიგი პრობლემები არსებობდა, რადგან არ იყო სამსახურის შინაგანაწესი, სამსახურის რიგ თანამდებობებზე არ არსებობდა ფუნქცია - მოვალეობები. არ არსებობდა სამსახურის განვითარების გეგმა, ზღვაზე სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიური რუკები. საზღვაო ინციდენტების პრევენცია, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პარალელურად სამსახურის სრული მოდერნიზაცია ფორსირებულ მოქმედებებს მოითხოვდა. იმდენად სწრაფად ვითარდებოდნენ სხვა ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურები და იმდენად ზრდადი იყო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები, რომ დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა.

პირველი ამოცანა იყო კომპეტენტური კადრები; ძირითადი აქცენტი გაკეთდა სამსახურში უკვე დასაქმებულ პერსონალზე, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებასა და შემდგომში პერიოდულ ამაღლებაზე, ასევე საზღვაო განათლების მქონე კადრების მოზიდვასა და მათ გადამზადებაზე.

შედეგი:

 

მონაცემები კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შესახებ

 

სამმართველო

კადრების რაოდენობა

ქვეყანა

ტრენინგ კურსი

1

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

2

ნორვეგია

D-kart Editor and D-kart Publisher

2

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

1

რუმინეთი

ჰიდროგრაფიული მმართვის რეგიონალური კურსი

3

საზღვაო გაფრთხილებების რადიო-ნავიგაციური სამმართველო

5

რუმინეთი

NAVTEX ოპერატორის ტრენიგ კურსი GMDSS(ROC)

4

საზღვაო გაფრთხილებების რადიო-ნავიგაციური სამმართველო

1

თურქეთი

საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაცია (MSI)

5

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

1

დიდი ბრიტანეთი

B კატეგორიის ტრენინგ კურსი კარტოგრაფიაში

6

სინოპტიკური სამმართველო

9

საქართველო, უკრაინა

ზღვის მეტეოროლოგიური მდგომარეობის და ამინდის პროგნოზებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლა(მოწვეულ პროფესორ მასწავლებლები)

7

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი

1

სამხრეთ კორეა KOICA

ოკეანოგრაფიული დაკვირვებისა და   ჰიდროგრაფიული კვლევების წარმოების დაგეგმვა

8

სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო

1

ჩინეთი

სანავიგაციო ნიშნების მართვის

9

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

1

თურქეთი

ელექტრო სანავიგაციო რუქების წარმოება და დისტრიბუცია

10

სინოპტიკური სამმართველო

8

საქართველო, უკრაინა

ჰიდრო-მეტეოროლოგიური ტრენინგი(მოწვეულ პროფესორ მასწავლებლები)

11

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

1

სამხრეთ კორეა

B კატეგორია ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი

12

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი

1

საფრანგეთი

IALA სანავიგაციო ნიშნების პირველი დონის მენეჯერი

13

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი

1

USAID საქართველო

ადამიანური რესურსების მართვა

14

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი

1

USAID საქართველო

საჯარო მმართველობა

15

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი

1

საქართველო

IALAS სტანდარტებისა და colreg 72 ის იმპლემენტაცია

16

ჰიდროგრაფიული კვლევის,კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო

3

საქართველო

IALAS სტანდარტებისა და colreg72 ის იმპლემენტაცია

 

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად სამსახურმა მოახერხა სრულად აღჭურვილიყო თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგალითად როგორიცაა ზღვის სიღრმის საკვლევი მრავალსხივიანი ექოლოტი SEABAT 7125/T50, რომელიც 500 მეტრამდე იძლევა სიღრმისეულ მონაცემებს, აქვს 3D გამოსახულება, ახდენს ზღვის ფსკერის მორფოლოგიას, მილსადენების და ჩაძირული ობიექტების ავტომატურ დეტექტირებას და მათი განზომილებების დადგენას, ფსკერის სკანირებას და სხვა .

სამსახური აღიჭურვა სხვადასხვა გეოდეზიური ხელსაწყოებით როგორიცაა, GPS (+ RTK და DGPS ფუნქციით) TRIMBLE- კატამარანზე,

ტაქეომეტრი Leica, leica GPS (GSM კორექციით) - ოფისში საველე ხმარებისთვის.

რუკების წარმოებისთვის სპეციალური პროგრამებით

Arc GIS-გეოდეზიურ მონაცემთა დამუშავება

Hypack -ბათიმეტრიულ მონაცემთა დამუშავება

DKART: Editor, Publisher, Inspector, Archive

PDS 2000-მრავალსხივიანი ექოლოტის ოპერირებისთვის

რუკების წარმოებისთვის სამსახური აღიჭურვა სპეციალური მინი სტამბით HP პროფესიონალური პლოტერებით .

დიდ ბრიტანეთში სპეციალურად სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის დამზადდა საკვლევი SURVEY კატამარანი (გემი).

საქართველოს ისტორიაში პირველად, დაიწყო საზღვაო სანავიგაციო რუკების შექმნა/წარმოება, როგორც ქაღალდის ასევე ელექტრონული ფორმით. დიპლომატიური მიდგომებითა და მოლაპარაკებების გზით, INT ნომრით რუკების წარმოება რუსეთის ფედერაციიდან გადმოვიდა საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ, მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთისაც, რაც ოფიციალურად არის დეკლარირებული საერთაშორისო რუკათა კატალოგში (MEDINTCHART CATALOGUE). საქართველოს რუკები მოთხოვნადი და გაყიდვადია. სამსახური ამ ეტაპისთვის აწარმოებს სხვადასხვა მასშტაბისა და რეგიონის 9 ქაღალდის და 4 ელექტრონულ რუკას.

სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით, ამორტიზირებული სანავიგაციო მოწყობილობები სრულად იქნა ჩანაცვლებული ახალი ტიპის სანავიგაციო ნიშნებით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩანაცვლებული სანავიგაციო მოწყობილობების 100% იმპორტირებული იყო უცხოეთიდან, კერძოდ, რუსეთის ფედერაციიდან, რაც ძალიან ძვირი უჯდებოდა სახელმწიფოს. სანავიგაციო საშუალებები, როგორც მცურავი ისე სტაციონალური სრულად ჩანაცვლდა ქართული წარმოების სანავიგაციო ნიშნებით, რამაც 60 % - ით დაზოგა სახსრები. მცურავ სანავიგაციო მოწყობილობებზე განთავსდა GPS მონიტორინგის მულტიცენტრული მართვის სისტემა, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში მუდმივად კონტროლდება ნიშნების პოზოციები და გადაადგილების თუ მოწყვეტის შემთხვევაში მარტივად ხდება მათი პოვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად სამსახურზე მიყენებული ზიანი (დანაკარგის სახით). მუდმივად ხდება მცურავი ნიშნების მუშაობის სტატისტიკის ანალიზი და შედეგად მათი მოდერნიზება კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში. ფოთისა და ბათუმის პორტებში განთავსდა ორდიაპაზონიანი რადიო მოპასუხე (რადიო რეკონი RADIO BEACON), რომელიც გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და გემების რადარებისთვის მყარ ორიენტირს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც გემების კაპიტნები უსაფრთხო კურსის განსაზღვრას მოახდენენ მინიმლაური ხედვის პირობებში ნებისმიერი მეტეოროლოგიური მდგომარეობის დროს. სამსახური აღიჭურვა მცურავი სანავიგაციო ნიშნების ტრანსპორტირების და რემონტისთვის სპეციალური მინი ბუქსირით, რომელიც დამზადებულია ჰოლანდიაში. სრულად მოხდა მანათობელი სისტემების მზის ენერგიაზე გადაყვანა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპიროზე და პორტებში საზღავაო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ნავიგაციის გამარტივების მიზნით 50% - ით გაიზარდა სანავიგაციო ნიშნების რაოდენობა. მცურავი 15/22 სახმელეთო 28/42. სამსახურის ავტოპარკი შეივსო სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებებით.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთისა და ბათუმის ისტორიულ შუქურებს, მათ გარდა პირდაპირი დანიშნულებისა შეიძინეს ასევე  ტურისტული ობიექტის სტატუსი. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სამსახურმა არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის  განვითარებისთვის სამშენებლო, სარეაბილიტაციო დაგეგმარების და წინასაპროექტო ჰიდროგრაფიულ-ოკეანოგრაფიული კვლევები. (მაგ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი)

მოსალოდნელი შტორმული და სხვა რთული მეტეოროლოგიური პროგნოზების შესახებ გემების ინფორმირება სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ მიმართულებით სამსახურმა საქართველოს პორტებში: ბათუმში, ფოთში, ყულევში განათავსა ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივები. ფოთისა და ბათუმის პორტებში ასევე განთავსებულ იქნა ზღვის ნჩქრევის (ტაიგუნი) განმსაზღვრელი ხელსაწყო მარეოგრაფი, რამაც აღმოფხვრა ათწლეულების მანძილზე ამ პორტებში არსებული ნჩქრევისაგან წარმოქმნილი პრობლემები, ახლა უკვე შესაძლებელია ამ მოვლენის დაფიქსირება და გემების ინფორმირება, ზემოაღნიშნული ხელსაწყო წყლის ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის და დინების სიჩქარის კალკულაციით ადგენს ნჩქრევის არსებობას და სიმძლავრეს, ასევე ზღვის დონის ცვალებადობას. მეტეოროლოგიური პროგნოზითა და ფაქტიური მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს, ინფორმაცია მიეწოდებათ საერთაშორისო სტანდარტი SOLAS 74-ის მოთხოვნების შესაბამისად. წლების მანძილზე დაგროვილ სტატისტიკაზე დაყდნობით და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამსახური მუშაობს პროგნოზების ადგილობრივი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება პროგნოზების გლობალური მეთოდოლოგიით მიღებული მონაცემების კორექტირებისათვის.

სამსახურმა სისტემურად  დაიწყო სტრუქტურული ერთეულებიდან თუ გარე წყაროებიდან სანავიგაციო საშიშროების და ასევე ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ნავიგაციური ტელექსის საშუალებით, სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის (WWNWS) მოთხოვნების შესაბამისად, მათ მიერ მინიჭებული ეთერის დროის შუალედში და დადგენილ სიხშირეზე, რომლის საშუალებითაც გემები რეალურ დროში, ოპერატიულად ღებულობენ საზღვაო შეტყობინებებს გემზე განთავსებულ რესივერებზე (მიმღებებზე).

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ყოველწლიურად წარმატებით გადის ხარისხის მართვის სისტემის გარე საზედამხედველო აუდიტს და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001-2015 შესაბამისად.

სამსახური 2012 წლიდან არის საერთაშორისო ელექტრონულ რუკათა ცენტრის (PRIMAR) სრულუფლებიანი წევრი. 2015 საერთაშორისო ჰიდროგრაფიული (IHO) ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, 2016 წლიდან შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოცოაციის (IALA) ნაციონალური წევრი.

ჰიდროგრაფიული სამსახური არაერთხელ დაჯილდოვდა სიგელებით საქველმოქმედო თუ საზოგადოებრივ-კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის სოლიდარობის ფონდისაგან, ადგილობრივი თვითმმართველობისაგან, IDFI - საგან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფიასთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან წარმატებისა და აღიარების პროგრამის ფარგლებში ნომინაციაში ,,ეს სამსახური ზრუნავს თანამშრომლებზე"გამარჯვებისათვის და სხვა.

არაერთ ქვეყანასთან გაფორმდა მემორანდუმები ურთიერთანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ. სამსახურს 20 - მდე საერთაშორისო კონფერენციაში, პლენუმსა თუ სამუშაო კომიტეტში აქვს მიღებული მონაწილეობა, რამაც გაზარდა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენთან თანამშრომლობის ინტერესი.

სამსახურმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ჰიდროგრაფიულ საზოგადოებაში და მას განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა და ძალიან მცირე დროში განიცადა ძალიან დიდი პროგრესი, არანაირი საწყისი ბაზისის არ არსებობისას, თუმცა გამოწვევები მუდამ არსებობს ნავიგაციის ზრდასთან პროპორციულად. სწორედ ამ მიზნით არის დაგეგმილი არა ერთი სამომავლო პროექტი, რომელთა განხორციელებაც ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდება, მაგ:

ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის დანერგვა და ინტეგრაცია.

AIS ATON AND DGNSS პროექტი მოიცავს ფოთისა და ბათუმის ტერიტორიაზე AIS-ის ტრანსმიტ-სადგურები განთავსებას, რომლითაც სრულად დაიფარება საქართველოს ტერიტორიული წყლები.

DGNSS მაკორექტირებელი სიგნალის გავრცელებას AIS- ის სიხშირეზე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვირტუალური და რეალური სანავიგაციო ნიშნების გადაცემა გემების ECDIS სისტემებისთვის.

ნებისმიერი სახის სანავიგაციო გაფრთხილებების გადაცემა, როგორიც არის შეტყობინება დახურული რაიონის შესახებ, სანავიგაციო ნიშნის მწყობრიდან გამოსვლა ან სამოძრაო არხში სიღრმის ცვლილება და სხვა ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო ნაოსნობისთვის.

სამსახურის მრავალფუნქციური მცურავი ერთეულით (გემის სახელოსნოს) აღჭურვა.

გემით აღჭურვის შემდეგ მოხდება მომსახურების ხარისხისა და ოპერატიულობის გაუმჯობესება, სამუშაოების წარმოების პროცესში მუშა - მოსამსახურეების უსაფრთხოების დონის ამაღლება, გემის ექსპლუატაციის ხარჯების შემცირება.

მთავარი მუდმივი პროცესი არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სხვადასხვა პროექტები, რომელთა განხორციელებაც თანმიმდევრულად დროში არის გაწერილი.