sajaro informacia

ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

2016 წლის 22 დეკემბერს, ს/25 ბრძანების საფუძველზე, სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური"-ს მიერ, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 22 მარტის, N 82 დადგენილებით დამტკიცებული, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N 1-1/939 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“-ს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „რ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სამსახურის დირექტორის, 2016 წლის 21 ოქტომბრის, Nს/19 ბრძანებით ჩამოწერილი, სამსახურის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივები, მოძრავი ქონება და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები განსაკარგავად გადაცემული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის. 

დანართი 1

 

სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, 2018 წლის 10 სექტემბრის N 18/7602 წერილით მიღებული თანხმობის საფუძველზე, 2018 წლის 25 სექტემბრის N ს/68 ბრძანებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სამსახურის ბალანსზე რიცხული, ამორტიზირებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების, მოძრავი ქონების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების განკარგვის შესახებ. ქონება შემდგომში განკარგვის მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

 დანართი 1