sajaro informacia

ნორმატიული აქტები,რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმნისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/939
2011 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
 
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის ს აფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
   
      ვ. ქობალია
 
 
 დებულება       გადმოწერა PDF
 
 
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/643
2016 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული
სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის №501 დადგენილების
მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის №1-1/939 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
 
 
 დებულება       გადმოწერა PDF